მამუკა მდინარაძე - საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ჩვენი კანდიდატის კონკურენტი ვერ იქნება
„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დღეს კონკურენტი არ ჰყავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დასახელების საკითხზე განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
„ჯერჯერობით, საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვართ კანდიდატზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ღირსეულ კანდიდატზე, რომელსაც არ ეყოლება კონკურენტი. არაფერი ალოგიკური იმაში არ არის, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნება ოპოზიციის კანდიდატი, მათ შორის ვფიქრობ, ის მოიპოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ სიმპათიებსაც და ამით, ყველაფერია ნათქვამია. თუმცა ის ჩვენი კანდიდატის კონკურენტი ვერ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.