მამუკა მდინარაძე - საპატრიარქოზე შტურმის უკანაც და წინაც დგანან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები
საპატრიარქოზე შტურმის უკანაც და წინაც დგანან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში პირდაპირ მხარდაჭერას გამოხატავენ გარკვეული საკითხების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც უპირისპირდება პატრიარქს, ეკლესიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ მათი ტელევიზია, რა სიუჟეტებს აკეთებს. ეს არ არის ტელევიზია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახური, პარტიული აქტივი და მათ სიუჟეტებს თუ გადავხედავთ, შეკითხვაც აღარ დარჩება. ეს არის, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ღია მხარდაჭერას, ზოგჯერ ირიბს, გამოხატავს. ზოგჯერ რაღაცას ადასტურებს, ზოგჯერ რაღაცას გმობს და ასე, შეფარული, ირიბი თუ პირდაპირი გზებით აცხადებს მხარდაჭერას სოციალურ ქსელებში და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.