მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო ფორმატში საუბარი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ოპოზიცია მიხვდება, რომ ქუჩის მარგინალური ქმედებები შედეგიანი არ არის
მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო ფორმატში საუბარი შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ოპოზიცია მიხვდება, რომ ქუჩის მარგინალური ქმედებები შედეგიანი არ არის

საპარლამენტო ფორმატში საუბარი ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია, მაგრამ ეს მას შემდეგ შეიძლება, რაც ოპოზიციონერები მიწაზე დაეშვებიან და მიხვდებიან, რომ ქუჩის ასეთი მარგინალური ქმედებები შედეგიანი არ არის – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, სამართალდამცავი უწყებები უზრუნველყოფენ და ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

„პარლამენტის ვალდებულებაა იმუშაოს. არ და ვერ დავუშვებთ, რომ პარლამენტის მუშაობა ვინმემ შეაჩეროს. გარეთ „კმარას” გაცვეთილ მეთოდებს ვხედავთ, შტურმის მცდელობას და ა. შ. რაც აღკვეთილია. მესმის, რომ ეს ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს არის ჩვენი არა უფლება, არამედ ვალდებულება“, – განაცხადა მდინარაძემ.