მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა „მშვიდობაც“ კი აღიზიანებთ, შემდეგ სწყინთ, ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით
ხალხს, რომლებსაც აღიზიანებთ წარწერა „მშვიდობა“, მგონი, სერიოზული შეფასებაც არ სჭირდება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა „მშვიდობაც“ კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ, ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც სიტყვა „მშვიდობა“ აღიზიანებთ.
„სიკეთეს რომ დააწერ ნებისმიერ რაღაცას, ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. თუ უნდათ, მაგალითად, ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ამ ლოგიკით შეიძლება, დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები, „ომი და მშვიდობა“, იტყვიან, თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ტოლსტოი და თან მშვიდობაა ნახსენებიო. „მზიური“ ძალიან კარგი ანსამბლი იყო, ამ ბავშვებზე მაშინ, თუ არ ვცდები, ზაარბრიუკენის მერმა თქვა, ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო, იტყვიან, როგორ შეიძლება, ამ ანსამბლს ვიხსენებდეთო, ამ სიგიჟეში არიან წასულები. ამას სერიოზულად საუბრობენ. ხალხს, რომელთაც აღიზიანებთ წარწერა „მშვიდობა“, მგონი, სერიოზული შეფასებაც კი არ სჭირდება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა „მშვიდობაც“ კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ, ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით“, – განაცხადა მდინარაძემ.