მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში კვლავ ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც არარელევანტურია და დააზიანებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებს
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში კვლავ ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც არარელევანტურია და დააზიანებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებს

უკაცრავად ამ ტერმინის გამოყენებისთვის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში კვლავ ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, არარელევანტურია და მეორე მხრივ, დააზიანებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებს იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საკითხების ჩამატება და ჩამატების მცდელობა სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ მიმართულებით წინა რეზოლუცია გახსოვთ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლობისტების და დავალებების მიმცემები, არამედ ჩვენი კოლეგები ასევე არიან ჩართულები ჩვენი ქვეყნის დაზიანებაში. მათ რომ შეეძლოთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, ეროვნული ინტერესების საკითხებზე მაინც გავერთიანდეთ, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დაზიანებოდა და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მყარი სამომავლო პერსპექტივები ექნებოდა. სამწუხაროდ, ისინი ამაზე არ ფიქრობენ. ფიქრობენ, თავიანთი პარტიული ინტერესები როგორ ჩააკვეხონ ისეთ საკითხებში, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს საგარეო იმიჯს და ევროპულ მომავალს ქვეყნისას. ეს გათვლილია არაპატრიოტული მოტივებით ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.