მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები
მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები

მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვის და მოგვაწოდონ, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის ციფრი, ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძე ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლებსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის ორ პროცენტიანი ცდომილებაა.

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები ნახეთ, ერთადერთი არის პარტია „ქართული ოცნება“, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის მონაცემებსა და დღეს ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის არის ყველაზე დიდი სხვაობა. ორპროცენტიანი სხვაობა პარალელურ დათვლაში, რომელიც არ არის ეგზიტპოლი, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრია. ამიტომ, მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის ციფრი, ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. შევადაროთ, დეტალურად, გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და შესაბამის კონკრეტულ მონაცემებს. რატომ არის თუნდაც ეს ორ პროცენტიანი უზუსტობა.საზოგადოებას ერთობლივად მივაწოდოთ საბოლოო, დაზუსტებული, სწორი ინფორმაცია, რომ თუნდაც ეს პატარა უზუსტობა იყოს გარკვეული და აღმოფხვრილი, რატომ მოხდა პარალელური დათვლის შედეგად ეს ორპროცენტიანი ცდომილება“, – განაცხადა მდინარაძე.