მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილს იგნორირებული აქვს მათი პოზიცია, ვინც მხარს უჭერდა და ამყარებს მათ ნარატივს, ვინც აგენტს ეძახდა და ვისაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდება
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილს იგნორირებული აქვს მათი პოზიცია, ვინც მხარს უჭერდა და ამყარებს მათ ნარატივს, ვინც აგენტს ეძახდა და ვისაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდება

დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა და ეს არ მგონია, რომ მხოლოდ ჩემი ან ჩვენი შეფასება იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ არ იყო ხელისუფლებაში, დაგიგეგმა სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ, სპეცოპერაციის ამ მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც იყო 2018 წელს.

„თუმცა დღეს თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად, როგორც ჩანს, დაისახა, ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. ერთი-ერთი და მთავარი მიზანი მისი გამოსვლის ეს გახლდათ. ისმება ასეთი კითხვა, როდესაც უკრაინის სოლიდარობის მოგონილ არგამოხატვაზეა საუბარი, იმ ფონზე, როდესაც ბევრმა ქვეყანამ, რომის სტატუსის ქვეყნებმაც კი, ვერ გაბედეს ჰააგის სასამართლოში მხარი დაეჭირათ იმ ნარატივისთვის, რომ რუსეთი უნდა წარსდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებებიც ვნახეთ, ამ დროს საქართველომ დაუჭრა უკრაინას მხარი. ამის პარალელურად ქუჩაში აქციები ვნახეთ, ელჩის გაწვევის პრეცედენტი ვნახეთ და კითხვა, ჩვენ რომ სანქციებს მივერთდებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, ჩვენ რომ გვეძახა, ამ წვას გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მოქმედებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა? რისკების დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე, ამას ალბათ გვასწავლით. ომისგან დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, რისკის ქვეშ პარტია ან რომელიმე პოლიტიკოსი ხომ არ იდგა, ქვეყანა იდგა რისკის ქვეშ. ამ რისკების გამორიცხვა როგორ უნდა მოგვეხერხებინა. ვთქვათ, არ დავიჯეროთ არცერთი სიტყვა, რომ კულისებში რაღაც ხდება და ის ვიცით, რაც ხელისგულზე დევს და საჯაროა. ამ ყველაფერს რომ შევყოლოდით, ომის გამორიცხვა და რისკების დაზღვევა როგორ ხდებოდა? კონსპირაციაზე საუბრისას ერთი კითხვაც მაქვს – 2008 წელთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? 2018 წელს თქვენ ბრძანებდით, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი, აქაც თუ შეგიძლიათ, კონსპირაციის კონტექსტში რამე გვითხრათ? დამთხვევებზე თუ ვლაპარაკობთ, მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ეწერა 7 აგვისტო თარიღად, სადაც ეწერა ომის დანაშაულის დაშვება, ეწერა, რომ დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა, ომი დაიწყეს ქართველმა სამხედროებმა, აქ რა კონსპირაციას ჰქონდა ადგილი? როდესაც ჩვენ ასევე ვიცით „ნაცმოძრაობის“ მიზნები, რომ მათი მიზანი პოლარიზაციაა, დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, ახალი სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. მე ასევე ვისაუბრებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე პრორუსობასთან დაკავშირებით და ერთ ხმაში ნალაპარაკევ – „არა რუსულ კანონს“, ამ ნარატივის გაძლიერებას შეუწყეთ ხელი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა: „კანდიდატის სტატუსის არმონიჭება არის რადიალური ოპოზიციის მიზანი, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უდნა დაუჯდეთ, საქართველოსა და ქართული მიზნებისგან გასხვავებით, ხომ არ ემთხვევა ირიბად თუ პირდაპირ თქვენი პოზიცია დღევანდელ ამ მიზნებს?“

მისივე თქმით, ევროკავშირმა თავად აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა, ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ამბობს, რომ იმსახურებდა, თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკოენდაციებს დაარქვით ფორმალურად შესრულებული. დღეს ამბობთ, რომ კიდევ არ იმსახურებს და რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს, იქნებ ეგ აგვიხსნათ. ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დღევანდელ თქვენი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას“ და დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით, ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანია, მათ მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

აქედან გამომდინარე, ისმება ლოგიკური შეკითხვა, რატომ ხდება ისე, რომ თქვენ ვინც მხარი დაგიჭირათ, მათ პოზიცია თქვენ მიერ აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ – და ამ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები მტკიცებულებებით უდასტურდებათ – მათ ნარატივს ამყარებთ? ეს არის სამწუხარო“, – განაცხადა მდინარაძემ.