მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც, ხალხმა ხმა „ნაცებს“ უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხმას „ნაცებს“, ომსა და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს
სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც, ხალხმა ხმა „ნაცებს“ უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხმას „ნაცებს“, ომსა და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც, ხალხმა ხმა „ნაცებს“ უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას „ნაცებს“, ომსა და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცები“ ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს. გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი, თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია, ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.