მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციებს დავიწყებთ ხვალიდანვე, კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვსაუბრობთ, ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუსმენთ
მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსულტაციებს დავიწყებთ ხვალიდანვე, კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვსაუბრობთ, ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუსმენთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხვალიდან დაიწყებენ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებამდე კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერაზე არ ისაუბრებენ.

„კონსულტაციებს დავიწყებ ხვალიდანვე, რამდენი ხანი, რამდენი დღეც დაგვჭირდება. ჯერ მათ ინიციატივა არ გამოუჩენიათ, რომელიმე კანდიდატზე საუბარი არ დაუწყიათ. ჩვენც კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვისაუბრებთ, ჯერ მათ მოვუსმენთ, ვიზე უშვებენ შანსს, რომ მხარი დაუჭირონ, ჩვენ არც ერთი კანდიდატის მიმართ სიმპატიასაც კი არ გამოვხატავთ. დავიწყებთ ფიქრს და მსჯელობას მათთან ერთად. ჩვენ არ დავაყენეთ კანდიდატურა და ახლაც შევეცდებით, რომ მათგან წამოვიდეს ინიციატივა. ჩვენ რომ დღეს ვინმეს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რომ ჩვენ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, მხარს არ დაუჭერენ. ამიტომ თავად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.