მამუკა მდინარაძე - რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს, ვინც ჯერ არ იცის, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა
მამუკა მდინარაძე - რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს, ვინც ჯერ არ იცის, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა

რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ვინც ჯერ არ იცის, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები.

„რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!

პ.ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითიც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა.

ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა…“ – წერს მამუკა მდინარაძე.