მამუკა მდინარაძე - რუსების თუ არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციის პირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია? ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის დადანაშაულება?
მამუკა მდინარაძე - რუსების თუ არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციის პირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია? ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის დადანაშაულება?

„ნაცმოძრაობის“ ლიდერების დაფუძნებული ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩანაწერი, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, რუსებს არ შეუტანიათ შესწორების სახით, თავიდანვე ეწერაო. ამ არგუმენტით მცდარად მიიჩნიეს განცხადება, დანარჩენზე ვერაფერზე დავობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე წერს, „„ნაცებმა“ საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს“. მამუკა მდინარაძის განცხადებით, საინტერესოა, თუ რუსების არა, მაშინ ვისი ინიციატივით ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია? მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ, ყველა ინფორმაციით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა.

„წარმოიდგინეთ, რას დაუჭირეს „ნაცებმა“ მხარი – ქართველი სამხედროების დადანაშაულებას 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაში და მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვაში. საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს!

რაც შეეხება იმას, ვისი შეწორება იყო – თავიდანვე ეწერა? ფორმალურ საკითხებს ვეკიდებით, კომიტეტებზე შევიდა შესწორება თუ მანამდე, დრაფტის შემუშავების დროს, მაგას ვდაობთ? კი ბატონო – ვიღაცამ ხომ ჩაწერა თავიდან? ვინ იყო ის ვიღაც? ჩვენმა პარტნიორებმა დაგვადანაშაულეს და არა რუსულმა მხარემ? თუ ეგეც „ნაცების“ დელეგაციის ინიციატივა ხომ არ იყო?

მოკლედ, თუ რუსების არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა თავდაპირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია???

ყველა ინფორმაციით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა. თუ ასე არ იყო, გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესების მონაწილე იყვნენ და თქვან, რუსების გარდა, ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულება და მსგავსი ჩანაწერის შეტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?!“ – წერს მამუკა მდინარაძე.