მამუკა მდინარაძე - რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციის წარმომადგენლები თვითსანქცირებას ითხოვენ, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა
მამუკა მდინარაძე - რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციის წარმომადგენლები თვითსანქცირებას ითხოვენ, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა

საქართველოს მოქალაქეებს გუშინ მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია, ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 2012 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ბევრი ახლა ვითომ მათ „დალაგებულ“ მესიჯბოქსში ურევს ამ ყველაფერს ერთმანეთში.

„გუშინ, იცით, რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი. მათ შორის, ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ანუ თვითსანქცირება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების. ერთმანეთში ურევენ ახლა სპეციალურად, შეგნებულად რუსეთის მოქალაქეებს კი არ მოეხსნათ რაღაცა, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სანქცია, სასჯელი და ესენი ითხოვენ, რომ პირიქით მოხდეს. ერთი კითხვა მაქვს და აქედან ვეკითხები: რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ? ანუ საკუთარ მოქალაქეებს თავად დაუწესებდნენ სანქციებს?!

საქართველოს ომი – ომი არ არის და მხოლოდ უკრაინის ომია ომი, ჩვენი მხარდაჭერა, გასაგებია, ჩვენს მეგობრებს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ სხვანაირად რომ ჭიკჭიკებდნენ ეს ადამიანები, ცალმხრივად სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ და ფრენებეთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი პერტნიორებიც ხომ გახსოვთ 2019-2020 წლებში რას ამბობდნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, უნდა მოეხსნას ეს სანქცია საქართველოს მოქალაქეებს. დღეს ჩვენი ოპონენტები, ოღონდ რაღაცით „ქართული ოცნება“, საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი სამშობლო დააზიანონ, თვითსანქცირებას ითხოვენ, ანუ საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ. წარმოუდგენელი ამბავია. მაშინ, როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზეა საუბარი. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს, შედეგი ის არის, რომ მოეხსნათ სასჯელი და სანქცია საქართველოს მოქალაქეებს, ამაზე წუხან ჩვენი ოპონენტები და ამის შეცვლას ითხოვენ. ანუ იმან თუ მოუხსნა სასჯელი, შენვე დაუწესე საკუთარ მოქალაქეებს სასჯელიო, ამაში მდგომარეობს მათი პოლიტიკური მორალი“, – განაცხადა მდინარაძემ.