მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ
პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ზუგდიდში უხეში დარღვევები ჩაიდინეს და მათი რამდენიმე პროვოკატორი სამართალდარღვევების გამო უკვე დაკავებულია.
„წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ვინმეს მისცეს საშუალება პროვოკაციის ამ ხარისხის. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება კანონდარღვევებსა და პროვოკაციაზე იქნება მკაცრი. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური და ლეგიტიმური ვალდებულება”, – დასძინა მდინარაძემ.