მამუკა მდინარაძე - როდესაც რუსეთთან ფრენები აქვთ, მათ შორის, ნატო-ს ქვეყნებს, ვაჭრობაც გაზრდილია, ამის ფონზე, თუ სანქცია მოხსნა რუსეთმა, თითი დაუქნიო საქართველოს, რამდენად სამართლიანია?
თავის დროზე საქართველოს დაუწესეს სანქციები, საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს და ახლა თუ რუსეთმა ფრენები აღადგინა, რას ჰქვია, შენ თქვი ამაზე, რომ მისასალმებელია და კარგია, რომ შენი მილიონამდე მოქალაქე ამით ისარგებლებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან ფრენები აქვს არაერთ ქვეყანას, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებს.
„კეთილი ინებოს და ყველა მიხვდეს, რომ საქართველო ვერ იქნება დაბალი ღობე. მაშინ, როდესაც ამ ქვეყნიდან ელჩია გაწვეული, მაგალითად, ბელარუსიდან არ არის ელჩი გაწვეული. ეს არის სამწუხარო რეალობა. მაშინ, როდესაც თავად ზოგიერთი ქვეყნიდან, კონკრეტულად არცერთზე არ ვსაუბრობ, ავიაკომპანიები ოპერირებენ; ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებში ფრენებია, ამ დროს თუ სანქცია მოხსნა რუსეთმა, ამ ეგიდით და ამ მიზეზით თითი დაუქნიო საქართველოს, რომელზეც თან არაფერია დამოკიდებული. თავის დროზე საქართველოს დაუწესეს სანქციები, საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს ამით და ახლა იმან თუ ფრენები აღადგინა, რას ჰქვია, შენ თქვი ამაზე, რომ მისასალმებელია და კარგია, რომ შენი მილიონამდე მოქალაქე ამით ისარგებლებს. ამის თქმაც კი დანაშაულიაო. ამ დროს ნატო-ს ქვეყნებში დაფრინავენ. აგერ, ჩვენს მეგობარ და მეზობელ, ახლა ამ დიდი უბედურებითა და ტრაგედიით ძალიან დაზარალებულ თურქეთში დაფრინავს, ხომ? ჩვეულებრივად არის ფრენა. კორეული და იაპონური ავიაკომპანიები დაფრინავენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ასეთივე სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნების ავიაკომპანიები. ამ დროს დამუნათება, რომ სხვა კი შვება… იქ ვაჭრობაც გაზრდილია ევროპის ქვეყნებში, ზოგ ქვეყანაში – ორჯერ. ამის ფონზე, შენ სანქციებს შეუერთდი და კოლაფსი მოახდინე, კვლევით დადასტურდა, რომ 12 პროცენტამდე კოლაფსი იქნებოდა, ანუ ორჯერ მეტი კოლაფსი, ვიდრე პანდემიის დროს იყო, რამდენად სამართლიანია, ვინც ახლა მომისმენს, იმან გადაწყვიტოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.