მამუკა მდინარაძე - როდესაც აგინებ პატრიარქს, ეკლესიას, სახელმწიფოს ქაოსსა და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა, ომში ჩართვა გინდა, ჩვენ ვეუბნებით მათ, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ
როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსსა და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა გინდა, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას, ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ – ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პატიოსნად მოფიქრალ, თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ამის საწინააღმდეგო ვერაფერი უნდა ჰქონდეს.
„როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, უკაცრავად, რომ ამის თქმაც კი მიწევს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა, რევოლუციურ სცენარში, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას, ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები სჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, კეთილშობილურ მიზნებს კი არა, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. ამის საწინააღმდეგო პატიოსნად მოფიქრალ, თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ვერაფერი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.