მამუკა მდინარაძე - რეკომენდაციაში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის, გვაქვს ახსნა, რომ რაც არსად არის ევროპაში, იმას არ გავაკეთებთ
მამუკა მდინარაძე - რეკომენდაციაში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის, გვაქვს ახსნა, რომ რაც არსად არის ევროპაში, იმას არ გავაკეთებთ

რეკომენდაციაში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ გვაქვს ახსნა, რომ რაც არსად არის ევროპაში, იმას არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ, ეს მიდგომა არ გადაიხედება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება ნებისმიერი რეკომენდაციის მიმართ. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ იყენებდნენ წინა დღეებში, მაგალითად, ხაზარაძის პარტიისა და ტელევიზიების წარმომადგენლები ელემენტარულ დათქმას, ერთ-ერთს ვენეციის კომისიიდან. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ათ საკითხს და მეთერთმეტეს – არა, პირობითად, ამაზე გვაქვს ჩვენი ახსნა. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის და ეს მაინც რეკომენდაციაში წერია, ჩვენ გავქვს ახსნა, რომ რაც არსად არის ევროპაში, ამას არ გავაკეთებთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რადგან საქართველოში ამას იყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. აღმოჩნდა, თურმე დასაბულინგებელი ფეიკკამპანია ხაზარაძის ერთ-ერთ ტელევიზიას გამზადებული ჰქონია და ისიც კი იკადრეს, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია, თავისი გარდაცვალების თარიღითაც კი გააყალბეს, რაღაც რომ დაებრალებინათ გარდაცვლილი ადამიანისთვის, ესეც გააყალბეს ხაზარაძის დავალებით.  ამ ბულინგის კამპანიით უნდოდათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე გადაეყენებინათ და შემდეგ ასევე ხაზარაძისვე პოლიტსაბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო ცესკო-ს თავმჯდომარე. მარტივია, გაშიფრული სქემაა და ჩვენ ამის საშუალების მიმცემ რეკომენდაციას არ გავითვალსიწინებთ. არც „ვეტინგთან“ დაკავშირებით გავითვალისწინებთ არანაირ მოწოდებას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ, ეს მიდგომა არ გადაიხედება და არცერთი უცხოელი ადამიანი საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ გადაწყვეტს რაღაც საკითხებს“, – განაცხადა მდინარაძემ.