მამუკა მდინარაძე - რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას არ მოაქვს, მოსახლეობას უნდა მოსწონდე, ეს ოპოზიცია ხალხს არ მოსწონს, მწამებლები და „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან
დაიშალნენ, გატესტეს და ნახეს, რომ რეიტინგი არ აქვთ, ახლა ისევ იკვრებიან, ყველანი „ნაცები“ არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოსახლეობის სიმპათიას, ხალხს კი ეს ოპოზიცია არ მოსწონს, რადგან არიან მწამებლები და „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები.
„იკვლევენ, რომ ერთად ვერ გვამარცხებენ, შემდეგ გაიშლებიან. შემდეგ ცალ-ცალკე კვლევებს ჩაატარებენ, ისევ ვერ გვამარცხებენ და ისევ შეიკვრებიან. ამას კვლევები კი არ შველის, არამედ რეიტინგი. რასაც აქვეყნებენ, ის რეიტინგი კი არ აქვთ, სხვა აქვთ. დაიშალნენ, გატესტეს და ნახეს, რომ რეიტინგი არ აქვთ. ახლა ისევ იკვრებიან, ყველანი „ნაცები“ არიან. გვარამია-მელია „ნაცები“ არ არიანო, ამას რომ ვამბობთ, მგონი, უკვე ჩვენს თავს აღარ ვცემთ პატივს. ექვსი პარტიის წარმომადგენლებიდან ერთი რეკეტიორი იყო, მეორე – პარტიის თავმჯდომარე და ექვს თუ ოთხ პარტიად გვევლინებიან. არაფერი უშველით, რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან არიან მწამებლები და „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები. სხვათა შორის, ისინი არავის დაუსანქცირებიათ. ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ მათ დაშლა-არმოშლა არ შველით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.