მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ერთმანეთის ჭამა რადიკალური ნიშის დასაკავებლად, სახელმწიფოს ჯანჯღარი დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის
მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ერთმანეთის ჭამა რადიკალური ნიშის დასაკავებლად, სახელმწიფოს ჯანჯღარი დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის

რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ნიშაა ქვეყნის და სახელმწიფოს დაზიანება ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, სახელმწიფოს ჯანჯღარი დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, პარტიისთვის და მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის.

„ეს კინო ქართულ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს. ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნიდან როგორ იშლება და როგორ ჭამენ ერთმანეთს. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ არ ეთანხმება, რომ ვიღაცას, მაგალითად, ვაშაძეს, არ გაუჭირდება, აჯობოს რადიკალიზმში. შესაძლოა, აღმოჩნდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებმაც ასევე აჯობონ სახელმწიფოს დაზიანების მცდელობის ხარისხში. ამიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მათზე უარესებიც აღმოჩნდნენ და რადიკალური ფრთის ნიშა დაიკავონ. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ცდილობს, მათი კანდიდატი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შეატყუონ და ახალა ამ ნიშის დაკავებაზე მიმდინარეობს ბრძოლა. რეალურად, მათი ნიშაა ქვეყნის და სახელმწიფოს დაზიანება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ამ დროს სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, პარტიისთვის და ამ შემთხვევაში მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. თუმცა ისინი სამწუხაროდ, ამას არ უფრთხილდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.