მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ცვლილებებსა და მინისტრთა მთლიანი კაბინეტის შეცვლას არ ველოდებით
რადიკალურ ცვლილებებსა და მინისტრთა მთლიანი კაბინეტის შეცვლას არ ველოდებით, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური პოლიტიკაა და შესაბამისად, ვარაუდი ეკონომიკური გუნდის განახლებაზე, ლოგიკურიცაა.
„როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური პოლიტიკა და თითოეული ადამიანის გაჭირვება, ამის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური გუნდის გაძლიერება, მამუკა ბახტაძისნაირი რეფორმატორი ლიდერების წინ წამოწევა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხილვა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, შედეგიანი იქნება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. მან მინისტრთა კაბინეტი უნდა დააკომპლექტოს, რადგან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის, შემდეგ ყველა მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდა და ამჟამად, მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები არიან.