მამუკა მდინარაძე - რაც უნდა ურწმუნო იყო, პატივი უნდა სცე რწმენას, რომელსაც სახელმწიფო და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს
მამუკა მდინარაძე - რაც უნდა ურწმუნო იყო, პატივი უნდა სცე რწმენას, რომელსაც სახელმწიფო და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს

რაც არ უნდა ურწმუნო იყო და რწმენას ვერავინ დაგაძალებს, მაგრამ პატივი უნდა სცე ქვეყნის იდენტობას, კულტურას, იმ რწმენას, რომელსაც სახელმწიფო და მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ იდეას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვს.

მდინარაძის თქმით, ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევა ახალი არ არის.

“რამდენიმე დღის წინ ყოვლად ამორალური პერფორმანსი ვნახეთ, რომელიც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჩაიდინა. ბოლო კვირეების განმავლობაში, ეკლესიასა და პატრიარქს პერმანენტულად უტევენ. ყველას მოვუწოდებ, პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისგან ხელი აიღონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ.