მამუკა მდინარაძე - ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რაღაც შემოპარებული თემებით დარტყმას არ მივაყენებთ, „ვეტინგის“ თემა დახურულია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „ვეტინგის“ საკითხზე სუაბარს აღარ აპირებს.
მისივე თქმით, ეს თემა დახურულია.
„„ვეტინგის“ თემა დავამთავრეთ. გარედან არავის შევამოწმებინებთ არც მოსამართლეს, არც ჟურნალისტს, არც სხვა მოქალაქეს – ნებისმიერი სოციუმის, პროფესიის წარმომადგენელს. საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რაღაც შემოპარებული თემებით დარტყმას არ მივაყენებთ, „ვეტინგის“ თემა დახურულია. ეს გუშინ ვთქვით და აღარ გავიმეორებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვეტინგის“ თემას დახურულად აცხადებენ: „ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ“.