მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ
მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ტერიტორია დატოვონ.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ნებისმიერი სახის დაპირისპირება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მან პირადადაც მოუწოდა მხარდამჭერეს, რომ დაიშალონ და პროვოკაციას არ წამოეგონ.

„ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ დაიშალონ და ამას მხოლოდ საჯაროდ არ ვაკეთებ, პირადად ვისთანაც კი შეგვეძლო, მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ. იმედია, რომ ასეც გააკეთებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ და კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს ახლა წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. მეკამათებოდნენ კიდეც, რომ მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ამას მოჰყვევა ისევ მძიმე პროვოკაცია პროვოკატორის მხრიდან. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენს ამ მოწოდებას გაიზიარებენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მძაფრი რეაქცია აქვთ მათ პროვოკაციებზე, რომ სასწრაფოდ დაიშალონონ. ამით არ მივცემთ პროვოკატორებს საშუალებას, რომ რაღაც არეულობის და ქაოსის ფონი შექმნან“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავდნენ. ირაკლი კობახიძე მედიასთან  განცხადებას აკეთებდა, მას ნიკა მელია მიეჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.