მამუკა მდინარაძე - პრემიერის ინიციატივაზე კრიტიკამაც არ დააყოვნა, სხვა ქვეყნის მთავრობის დაფინანსებულები არიან და არა საკუთარი ქვეყნის, ამიტომ რა პრობლემააო, მაშინ დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! P.S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად, NED – აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა, USAID – აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, EED – აფინანსებს ევროკავშირი, NDI – აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი, IRI – აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი. ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.