მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსებს ურჩევს, სასამართლოს შიდა საქმეებზე პოლიტიკური განცხადებები ნაკლებად გააკეთონ
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსებს ურჩევს, სასამართლოს შიდა საქმეებზე პოლიტიკური განცხადებები ნაკლებად გააკეთონ. ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
“წარსული დროიდან გვახსოვს, რომ იუსტიციის საბჭოში კამათის მსგავსიც კი არაფერი იყო. ასევე, ისიც კარგად ვიცით, მსგავსი მიდგომები სასამართლო სისტემას რას უშვებოდა. დღეს იქ კამათია და სასამართლო დამოუკიდებელია. პოლიტიკოსებმა სასამართლოს შიდა თემებზე, რაც შეიძლება ნაკლები კომენტარები უნდა ვაკეთოთ. ამ დუღილში სასამართლომ მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა მიიღოს. ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევები, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხში ნომერ პირველი ქვეყანა ვართ”, – განაცხადა მდინარაძემ.