მამუკა მდინარაძე - პირველი მერცხლები არა და პირველი პუფები გამოჩნდნენ, გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
მამუკა მდინარაძე - პირველი მერცხლები არა და პირველი პუფები გამოჩნდნენ, გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი წერს.

„პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ.

გახარიებმა, – პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიან (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს)…

შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში.

რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.