მამუკა მდინარაძე - პატიოსნება, პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითიც გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა, ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, კარგი გენერალური პროკურორი იქნება
გიორგი გაბიტაშვილი ჩვენთვის არავისთვის უცხო არ არის, რადგან დიდი ხანია, პროკურატურაში მუშაობს. მრავალი წელია, მუშაობს და მისი პროფესიონალიზმის შესახებ დღეს არ გაუგია იმ წრეს, განსაკუთრებით იურისტებისას, ვინც რაიმე სახის შეხებაში მაინც იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პატიოსნება და პროფესიონალიზმია ის მთავარი კრიტერიუმები, რითიც გაბიტაშვილი აღნიშნულ პოსტზე შეირჩა.
„გულწრფელად მოხარული ვარ, რომ საპროკურორო საბჭომ მისი კანდიდატურა წარმოადგინა, რადგან ჩვენ აღარ გაგვჭირვებია შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, მას ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, იქნება კარგი გენერალური პროკურორი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 80 ხმით დაამტკიცა.