მამუკა მდინარაძე - პატარა პარტიების ამომრჩევლის გარკვეული კომპლექსია, რომ ამბობენ, „ნაცი“ არ ვარ და ჯაფარიძეს, „დროას“, „ახალს“ ვუჭერ მხარსო, ესენი ყველა „ნაცია“ და რანაირად არ ხარ „ნაცი“
მამუკა მდინარაძე - პატარა პარტიების ამომრჩევლის გარკვეული კომპლექსია, რომ ამბობენ, „ნაცი“ არ ვარ და ჯაფარიძეს, „დროას“, „ახალს“ ვუჭერ მხარსო, ესენი ყველა „ნაცია“ და რანაირად არ ხარ „ნაცი“

პატარა პარტიების ამომრჩევლის გარკვეული კომპლექსია, რომ ამბობენ, „ნაცი“ არ ვარ და მხარს ვუჭერ „გირჩს“, „დროას“, „ახალს“. ვერ იჯერებენ, თავის თავსაც ვეღარ აჯერებენ, რომ „გირჩი“, „დროა“, „ახალი“, ყველა „ნაცია“ და რანაირად არ ხარ „ნაცი?“ ბარემ, აგერ არის „ნაცმოძრაობა“, თქვი, რომ „ნაცი“ ხარ და 5-იანს უჭერ მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელი ლოგიკაა, როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან, მაგრამ ამის პარალელურად „გირჩს“, „დროას“, „ახალს“ ან „ლელოს“ უჭერენ მხარს, ვინაიდან მათ მხოლოდ პარტიებს შეუცვალეს სახელები.

„წარმოუდგენელი ლოგიკაა, „ნაცი“ არ ვარ და გვარამიას ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და მელიას ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და ხოშტარიას ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და ჯაფარიძეს ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და მათ რეკეტიორებს და თაღლითებს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ვუჭერ მხარს. რანაირად არ ხარ „ნაცი?“ ყველა „ნაცია“ და შენ როგორ, სახელმა შეგიცვალა წარმოდგენა? „ახალი“ დაირქვეს გვარამიამ და მელიამ და „ნაცები“ აღარ არიან – ხომ წარმოუდგენელია?!“ – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, საარჩევნო არითმეტიკა სხვაგვარად მუშაობს და განსხვავებული გემოვნების მქონე ამომრჩევლების პარტიების გაერთიანება პროცენტებს ჯამურად არ ამატებს. მდინარაძის თქმით, ამის მაგალითია „ახლის“, „დროას“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ გაერთიანება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  საარჩევნო არითმეტიკაში ე.წ. მოკლე ჩართვებია, შესაბამისად, ისინი, პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით, განადგურებულები არიან.

„„ახალი“ და „დროა“, რუბლები და დოლარები, დაფინანსების წყაროები ერთმანეთს რომ დაეჯახა, ცოტა მოკლე ჩართვა მისცა იქ და დარჩნენ ისევ 3-4 პოცენტზე. ანუ, საარჩევნო არითმეტიკაში 3-პროცენტიანს პლუს 2-პროცენტიანი პარტია და პლუს ერთპროცენტიანი პარტია 6-პროცენტიანი პარტია არ ხდება. საარჩევნო არითმეტიკაში არის სხვანაირად – მოკლე ჩართვებია ხოლმე იქ. შემდეგ „ახლის“, ანუ იმავე „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფის ამომრჩევლის და „დროას“, ასევე „ნაცმოძრაობის“ რუბლებით დაფინასნებული დანაყოფის ამომრჩევლების გემოვნება თურმე არ ემთხვევა ერთმანეთს, აძლევს მოკლე ჩართვას, ისევ 3-4 პროცენტი რჩება და განადგურებულები არიან პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, მიაღწიონ ბარიერს რამენაირად, ვერ ახერხებენ ამას და ამისთვის იბრძვიან. როგორც ჩანს, მათი ამომრჩეველიც ფიქრობს და იმიტომაა მოკლე ჩართვები. თუ „ნაცი“ ვარ, ბარემ „ნაცი“ ვიქნები და 5-იანს შემოვხაზავ – აი ამ ტურბულენტობაში არიან გაჭედილი. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, პირიქით, ვიღაცას მოსწონს „ნაცმოძრაობა“, გასაგებია, მისი პოლიტიკური გემოვნების ამბავია. ბნელი წარსულის პარტია რომ მოგწონს, ჩემი აზრით, გარკვეული პრობლემაა, მაგრამ მას მოსწონს, რა ჩემი საქმეა, მე ვერ გავაკრიტიკებ ამისთვის. გავაკრიტიკებ მიდგომისთვის, შევეწინააღმდეგები, შევეკამათები, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.