მამუკა მდინარაძე - პარლამენტის უკან აქციას, რომლის მთავარი ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“, ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას ეხმაურება.
როგორც მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს აქციას, რომლის ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“.
„პარლამენტის უკან აქცია იმართება, რომლის მთავარი ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“. აქციას ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს“, – წერს მამუკა მდინარაძე.