მამუკა მდინარაძე - ოპოზიციიის წარმომადგენლებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ბევრი ფაქტორი იყო გათვალისწინებული, განვიხილეთ, როგორც პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებაც
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციიის წარმომადგენლებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ბევრი ფაქტორი იყო გათვალისწინებული, განვიხილეთ, როგორც პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებაც

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობისას, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, როგორც პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებაც გაითვალისწინა.

„პრეზიდენტის განცხადება, ასე ვთქვათ, გზაში წამოგვეწია. შუა სხდომაზე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, არგუმენტების ჭიდილი. როდესაც შეწყვეტის ან არ შეწყვეტის მიმართულებით ვსაუბრობდით, ბევრი ფაქტორი იყო გათვალისწინებული. ერთ არგუმენტად, ერთი მხრივ, ბუნებრივია ესეც განვიხილეთ, მათ შორის ევროკავშირის ელჩის განცხადებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, იყო ბევრი არგუმენტი სასწორის ორივე პინაზე და ხვალ უკვე თქვენთვის დეტალურად იქნება მსჯელობის შესახებაც ცნობილი, მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ იმსჯელა ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება.