მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ, რაც ყველაფერზე მეტყველებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპონენტების ნაწილს ახასიათებს, ისაუბროს ერთი და აკეთოს – მეორე.
ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე პოლიტიკური ბოიკოტის გაგრძელების თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს აკრიტიკებს, ლანძღავს და რეალურად რუსულ საქმეებს აკეთებს.
„ასე იყო გუშინაც. გამოვიდნენ, რაღაც იზეიმეს, ხალხს თავი მოაჩვენეს, რომ ძალიან გახარებული იყვნენ და დღეს საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ, რაც ყველაფერზე მეტყველებს”, – დასძინა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება.