მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში იმდენად სასოწარკვეთილები არიან, რომ პოლიტიკიდან წასულ და აბსოლუტურად დისტანცირებულ ადამიანს ებრძვიან
წარმოიდგინეთ, მართლაც ბოლო გაფართხალება რატომ არის მათი, რატომ არიან ასეთი აგრესიულები და რადიკალურები. იმდენად სასოწარკვეთილები არიან, ამ ბოლო მათმა ცრუ მცდელობამაც ვაი თუ ვერ გაამართლოს, რომ პოლიტიკიდან წასულ და პოლიტიკიდან აბსოლუტურად დისტანცირებულ ადამიანს ებრძვიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა.
„მთელი დღის განმავლობაში იმეორებენ ბიძინა ივანიშვილის სახელსა და გვარს. ადამიანისას, რომელიც წავიდა პოლიტიკიდან, აღარ ერევა პოლიტიკაში, ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოდის. გვეუბნება, რომ მხოლოდ პირად საკითხებზე თუ იქნება საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა მეგობრობად შეიძლება დარჩეს, მაგრამ როდესაც ის პოლიტიკიდან მიდიოდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკის თემებზე ამ ადამიანს საერთოდ არ დავუკავშირდებით. ამ პოლიტიკიდან დისტანცირებულ ადამიანს ებრძვიან. წარმოიდგინეთ, რამხელა სასოწარკვეთილებაში არიან და როგორ არეული აქვთ აზრები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.