მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ეშინია პატრონების, ვერ უბედავენ კითხვასაც კი, რომ, მოდი, ვიტყვით, ცუდია ლგბტ პროპაგანდა და საერთო არაფერი აქვს ადამიანის უფლებებთან
ალბათ ვერ წარმოვიდგენდით, ოფიციალურ სტრუქტურებში თუ შეაღწევდა პროპაგანდა იმგვარად, რომ იტყოდნენ, დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა რომ ცუდია, ოპოზიცია ამას პატრონებისა და ქართველი ხალხის შიშით ვერ ამბობს.
„ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა სასაცილო მდომარეობაში, წავიდა, ოჯახი მოინახულა და თქვა, როგორი გაჭირვებაა. შემდეგ გადავიდა სარფის საბაჟოზე და ეს ეწერა მედიაში წინასწარ. ანუ დადასტურდა, რასაც ვლაპარაკობდით, რომ ეს კამპანია ნაადრევად წამოიწყეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე, ლგბტ პროპაგანდა რომ ცუდია. რომელიმეს ამ დღეების განმავლობაში გახსენდებათ მათი ერთი პასუხი? წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან, მართლა მეცოდებიან, ასეთ დღეში როგორ უნდა ჩაიგდო ადამიანმა თავი, ვიღაცის იმდენად გეშინოდეს, თქვა, ცუდია ლგბტ პროპაგანდაო. ვთქვათ, კანონი არ არის საჭირო. შარშან მე ვამბობდი, რომ არ იყო მართლა ის ეტაპი, როცა ამგვარი სიმძაფრით იყო. მერე ვიდეოები რომ გამიმზადეს, მაინც მგონია-მეთქი, რომ ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ ჯანსაღი პროპაგანდით. მაგრამ იმდენად გამძაფრდა ეს ყველაფერი, იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ წელს ვამბობთ, არა, ამას უკვე კანონმდებლობა, რეგულაცია სჭირდება.
ალბათ ვერ წარმოვიდგენდით, ოფიციალურ სტრუქტურებში თუ შეაღწევდა პროპაგანდა იმგვარად, რომ იტყოდნენ, დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთო. შესაბამისად, ეს რომ ცუდია, ამას ვერ ამბობენ იქ – პატრონების, აქ ქართველი ხალხის შიშით. შესაბამისად, ახლა რაღაცებს დაანებონ თავი. ასეთი პრობლემა როცა უფრო იყო, ხმას არ იღებდნენ ამაზე, მაშინ „რუსული“ იყო მოდაში. დღეს, სხვათა შორის, წლისთავია იმ საუკუნის აფერის, რომელიც მათმა ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავიანთი პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების, საბედნიეროდ, ნაწილს, თურმე რუსულია ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს. ამ სითავხედის პიარკამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე არასდროს წამოეგებიან, რადგან ერთსა და იმავე ფეიკმდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს. მათ შორის, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ მომავალზე იზრუნებენ, დადგებიან ყოველთვის სიმართლის მხარეს და არ წამოეგებიან ისეთ ფეიკებს, როგორიც შარშან შემოგვთავაზა მათმა კამპანიამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.