მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ერთმანეთში თუ ვერ არკვევს, ვინ რას ლაპარაკობს, ცოტა სერიოზული პრობლემა ჰქონიათ, ვიდრე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მათი განხეთქილების შესახებ
ოპოზიცია ერთმანეთში თუ ვერ არკვევს, ვინ რას ლაპარაკობს, ცოტა სერიოზული პრობლემა ჰქონიათ, ვიდრე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მათი განხეთქილების შესახებ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ გზავნილებში თავადვე იკარგება.
„მე და კახა კუჭავას ერთმანეთში კომუნიკაცია, რომ გვექნება ალბათ ეჭვი არ გეპარებათ. რა თქმა უნდა იყო საუბარი მასთან, იყო მათ შორის გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით თხოვნა, რომ გადაყვანილი ყოფილიყო გირის ჰოსპიტალში. თუმცა ვერ მოითმინეს და მეორე თუ მესამე დღეს ასევე იყო საუბარი ვერსიაზეც, რომ ოსურ სპეცრაზმს უნდა გაეტაცებინა მიხეილ სააკაშვილი, თითქოს ხელისუფლებას ეს გეგმა ჰქონდა. ოპოზიცია ერთმანეთში თუ ვერ არკვევს, ვინ რას ლაპარაკობს, ცოტა სერიოზული პრობლემა ჰქონიათ, ვიდრე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მათი განხეთქილების შესახებ. უფრო ღრმა ყოფილა მათი პრობლემები. ისინი თავად გამოვლენ, ამ ინფორმაციას თავად იტყვიან და არ დააყოვნებენ. ან თუ დააყოვნებენ, მერე შეიძლება, ჩვენ მოგვიწიოს თქმა, მაგრამ ეს სასიამოვნო მომენტი არ არის. ფაქტია, რომ ისინი გორის ჰოსპიტალზე ლაპარაკობდნენ და ფაქტია, ამის პარალელურად საუბრობდნენ, თითქოს იგეგმება გორის ჰოსპიტლიდან გატაცების სცენარი. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკებზე საუბრის დროს, ამ დროს ხან ოსური სპეცნაზის გატაცების ვერსიაზე ლაპარაკობენ, ხან წამოსცდებათ ის, რაც ქვეცნობიერში აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ჯერ არის ჩვენი მიზანი, გადაყვანა კერძო კლინიკაში, შემდეგ მისი გათავისუფლება და უკვე ამ მესიჯებში თავადვე იკარგებიან ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა სთხოვა, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე ეშუამდგომლა.