მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებზე - თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ, რუსიო, შენმა პატრონმა ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალა რუსეთის სასარგებლოდ, ეს ცოტა მაინც ხომ უნდა გაიაზრო
ეგონათ, არ გადავიდოდი, რომ გადავედი და რომ კითხულობ, რას ითხოვო, სასტვენში ჩაბერვით გპასუხობენ და დადიან ასე ჩაბერილები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც მას ტელეკომპანია „იმედთან“ დახვდნენ და დაუპირისპირდნენ.
„გულწრფელად, მართლა ცოდოები არიან. წარმოიდგინეთ, რას ავალებენ – უნდა მოვიდნენ და გეძახონ რუსი. როგორც კი ოდნავ შედიხარ სიღრმეში და ეტყვი, ვის ემსახურება, რა აქვს ნაკეთები მის უფროსს, მათ შორის რუსების სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ, მერე ისევ სასტვენი პირში. ხომ უნდა გაიაზრო, რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ. ვიღაც გადმოგიხტება მანქანიდან, ვიღაც – არა, გაივლის. შეიკავებს თავს ან ვერ შეიკავებს. რა რუსი? თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ, რუსიო და შინაარსი არ დევს ამაში, შენს პატრონს ქართველი ჯარისკაცებისთვის აქვს დაბრალებული ომის დანაშაული რუსეთის სასარგებლოდ, ეს ცოტა მაინც ხომ უნდა გაიაზრო? ცოტა მაინც თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ საყვირში არ ჩაბერო?“ – აღნიშნა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.