მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ანტიდასავლურ ძალას რომ დაგიძახებს, ეს სწორ გზაზე დგომას ნიშნავს, ისინი საკუთარი მერკანტილური ინტერესების წინ წამოსაწევად ყველაფერს აკეთებენ
„ნაცმოძრაობაში“ დღესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და წინ საკუთარი მერკანტილური ინტერესები წამოსწიონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქვეყანასა და ეკლესიას ებრძვის.
„ნაცმოძრაობა“ რაღაც ცუდს რომ დაგიძახებს – ანტიდასავლურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ. ანუ, მაშინ ხარ ევროპელიც, დასავლეთელიც და იბრძვი სამშობლოსთვის, რადგან საქართველოს ისტორიაში არ არსებობს უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, როგორიც ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც სიტყვით ყოველთვის დეკლარირებს ვითომ დასავლეთისკენ და საქმით მტრის საქმეს აკეთებს. ასე იყო რეზოლუციის შემთხვევაში, როცა ქართველ მებრძოლებს ომის დაწყება დააბრალეს და ასე იყო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის შემთხვევაშიც. მათი ისტორია სწორედ ასეთია. დღესაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ, სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ და წინ საკუთარი მერკანტილური ინტერესები წამოსწიონ. „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქვეყანასა და ეკლესიას ებრძვის, რომელსაც ებრძოდნენ ბოლშევიკები და დღეს ებრძვიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. რომან გოცირიძემ თქვა, რომ თურმე, მთელი ღამე ვტიროდი. ამ კაცს ვეხვეწები, რასაც გაიგებ და დაინახავ, ყველაფერს ნუ ლაპარაკობ-თქო, ბევრჯერ „ჩამიშვა“, ახლაც ასე მოხდა. რომან გოცირიძეს ვუთხარი, ნუ „ჩამიშვებთ-თქო“ და არ იშლის, რა გავაკეთო. სერიოზულად რომ გითხრათ, რომან გოცირიძეს შეგიძლიათ ,10 პროცენტი დაუჯეროთ – ზაალ მიქელაძე „გაარტყა“. ამ ეტაპზე „ხალხის ძალის“ გაფართოებას არ ველოდებით. დღეის მდგომარეობით, მათთან გადასვლის სურვილი „ქართული ოცნებიდან“ აღარავის დაუფიქსირებია“, – განაცხადა მდინარაძემ.