მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე პასუხის გასაცემი არაფერი გვაქვს, საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე პასუხის გასაცემი არაფერი გვაქვს, საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუ რომელიღაც გადაწყვეტილება არ ან ვერ შესრულდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის ქართველი ხალხის განსასჯელი.
„ჩვენ რატომღაც გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს უნდა გავცეთ პასუხი. პასუხი მათ კი არ უნდა გავცეთ, ხალხს უნდა გავცეთ. თუ რაიმე გადაწყვეტილება არ ან ვერ შესრულდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის ქართველი ხალხის განსასჯელი. ხალხი ამას არჩევნებზე განსჯის. თუ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებამ იმდენად მტკივნეულად მიიღო, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესი დაზიანდა, ისინი ამას არჩევნებზე გასცემენ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე პასუხის გასაცემი არაფერი გვაქვს. საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ. მათ თავი დაანებონ საზოგადოებაზე საუბარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.