მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ახალგაზრდულ ფრთას ავალებს, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება, ეს მდარე პროვოკაციაა, მით უმეტეს პარტიისგან, რომელიც სულ რუსულ საქმეს აკეთებდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს მდარე პროვოკაციაა იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც სულ რუსულ საქმეს აკეთებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება. ესეც მდარე პროვოკაციაა და მით უმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში, სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები რეზოლუციის მხარდაჭერისა, სადაც ეწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას“, – განაცხადა მდინარაძემ.