მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს დაემთხვა ოქუაშვილის ინტერესები, ეს არის ჩვეულებრივი წარუმატებელი სპექტაკლი
„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს დაემთხვა ოქუაშვილის ინტერესები, ეს არის ჩვეულებრივი წარუმატებელი სპექტაკლი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ლევან ყიფიანის ჩვენების შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ერთი ჩვენებით დასკვნების გამოტანა, ზოგადად, არ შეიძლება, თუმცა გარკვეული ინფორმაცია აქედან მივიღეთ. ის, რომ იყო სპექტაკლი და ამაში ეჭვი ისედაც არავის ეპარება. ამაზე არავინ დავობს. ყოველდღიურად ვისმენთ წვეთ-წვეთად გამოშვებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მათი მედიასაშუალებებიდან, რომლის ინტერესებსაც ამ შემთხვევაში დაემთხვა ოქუაშვილის ინტერესები. ოქუაშვილის ინტერესები, თავის მხრივ, არის გადასახადების დამალვა და ეს არის ჩვეულებრივი წარუმატებელი სპექტაკლი, ნეგატიური პიარკამპანია, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილისკენ. იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ამ ქვეყანაში განახორციელა სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს“, – მამუკა მდინარაძე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენება გუშინ გამოაქვეყნა.