მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის ლიდერებს თუ დასჭირდათ, მგონი, იმასაც იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ამ დონის განცხადებებს აკეთებენ უკვე
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის ლიდერებს თუ დასჭირდათ, მგონი, იმასაც იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ამ დონის განცხადებებს აკეთებენ უკვე

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის ლიდერები, ბოლოს, მგონი, თუ დასჭირდათ იმასაც იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. ამ დონეზე მიდიან, ამ დონის განცხადებებს აკეთებენ უკვე. ჩემი აზრით სირცხვილი უნდა იყოს ასეთი განცხადებების გაკეთება, ამას უნდა ემიჯნებოდეს ყველა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საქმეზე პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლებსი ოპონენტებმა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები არ უნდა გააკეთონ.

„ვგულისხმობ, პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს და ლიდერებს, რომლებიც ასე თავხედურად და მტრულად, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ აცხადებენ, რომ გარეჯის ნაწილი, თურმე საქართველო არ არის. არაფერ შუაში არ არის სხვა წლების დასახელება, მაშინ როდესაც 90-იანის წლების მეორე ნახევარში საქართველომ და მისმა მეგობარმა, მისმა პარტნიორმა ქვეყანამ აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საზღვრების დადგენა უნდა მოხდეს 1938 წლის რუკის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომელიც მოიცავს ერთის მხრივ, ხელმოწერილ ბოლოდროინდელ შეთანხმებას და ამ შეთანხმებაში ჩაწერილ პირობას, რომ 38 წლის რუკით უნდა ვისარგებლოთ, ამის საწინააღმდეგოდ წასვლა არის მტრული“,- განაცხადა მდინარაძემ.