მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას შტოს რა უნდა, არ ვიცი, თავგზაარეულები დადიან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, რომ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდებიან.
მდინარაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ საკუთარ მოქმედებებში ვერ ჩამოყალიბდა.
„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას შტოს რა უნდა. ჯერ გავიდნენ, ვითომ ბოიკოტის მიზნით, ახლა ისევ შემოდიან. დადიან თავგზაარეულები. რა უნდათ, ვერ გეტყვით, რადგან თვითონაც არ იციან, რა უნდათ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება.
ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ ინფორმაცია ფრაქციის წევრების კომიტეტებში წარდგენის შესახებ.