მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც დეკლარირებას უკეთებს, თითქოს არის კონსტრუქციული და მეორე მხრივ, ყველაფრის დესტაბილიზაციას აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც დეკლარირებას უკეთებს, თითქოს არის კონსტრუქციული და მეორე მხრივ, ყველაფრის დესტაბილიზაციას აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი

„ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც დეკლარირებას უკეთებს, თითქოს არის კონსტრუქციული და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციას აკეთებს ყველაფრის, თან არ გამოსდის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ისევ ორმაგ სტანდარტს „ნაცმოძრაობიდან“. ორმაგი სტანდარტია, როდესაც ერთი მხრივ, თითქოს ითვალისწინებ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდეს პროცესი და მეორე მხრივ ავრცელებ ინფორმაციას, რომ მზად ხარ დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან. იყო კონსტრუქციული და ამ დროს გარბოდე პარლამენტთან, დესტრუქციას აწყობდე და ცდილობდე შექმნა ქაოსის ფონი. ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.