მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიორობს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიორობს

„ნაციონალური მოძრაობა“ პოზიორობს. რამე ნიშანი თუ არსებობს, რომელიც საარჩევნო უბნებზე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, გამოძიება ისედაც იწყება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ისედაც ჰქონდათ დავალება, დარღვევა იქნებოდა თუ არა, საჩივარი დაეწერათ. თუ დარღვევა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ასეთი რეაგირება საჩივრის გზით მოხდა. ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიორობა არ სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს და საპრეზიდენტო არჩვენების დღეს ცალკეულ უბნებზე შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სარჩელს ვიდეო და სხვა მტკიცებულებებიც დაურთეს.

ამასთან, დღეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ სავარაუდო გაყალბების კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, პროკურატურას გამოძიებისა და რეაგირების მიზნით თავად გადაუგზავნა.