მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ წარღვნას აანონსებს, სჯობს, წარღვნას პარტიის შიგნით გაართვან თავი
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ წარღვნას აანონსებს, სჯობს, წარღვნას პარტიის შიგნით გაართვან თავი

პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობისა და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან — მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა — ჭიაბერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ანონსი, რომელიც „ცხელ შემოდგომას“ შეეხებოდა, არ გამართლდა და ახლა პოლიტიკურ წარღვნას აანონსებენ, რაც, მდინარაძის განცხადებით, თავად პარტიაში აქვთ.

„ალბათ გახსოვთ წინა ანონსი, რომელიც ცხელ შემოდგომას შეეხებოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, შემოდგომა ცხელი ნამდვილად არ აღმოჩნდა და ახლა პოლიტიკურ წარღვნას აანონსებენ, რაც თავად პარტიაში აქვთ. ვერ გაუგიათ, ვინ ვისია და ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამომრჩევლის მიმართ ცრუ დაპირებებს თავი დაანებონ და პარტიას მოხედონ, რომელიც დაეშალათ. პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობისა და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან — მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა — ჭიაბერაშვილი. რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ. სჯობს, წარღვნას პარტიის შიგნით გაართვან თავი“, – განაცხადა მდინარაძემ.