მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მგონი, ქმნის „მხედრიონს“ და კიდევ უფრო გამარგინალდებიან ამ რაღაც გაცვეთილი მეთოდებით
„ნაციონალური მოძრაობა“ მგონი, ქმნის „მხედრიონს“ და კიდევ უფრო გამარგინალდებიან თავისი ამ რაღაც გაცვეთილი მეთოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ადვოკატთა ნაწილის მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე კომენტარისას განაცხადა.
„ცალკე იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც რაღაც სამართალდამცავის ფუნქციას შეითავსებს, არის სრული მარაზმი. მხოლოდ „ნაციონალს“ შეიძლება თავში მოუვიდეს ეს ამბავი“,- განაცხადა მდინარაძემ.
თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ. იურისტთა ჯგუფი შეიქმნა ასევე აჭარაში.