მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მიძრაობა“ პოლიტიკურ დაღმართშია და მათი რეიტინგები რეგრესულია
წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია სხვა პოლიტიკურ ბედს ვერ გაიზიარებდა, გარდა პოლიტიკური რეგრესისა და დაღმართის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რთული განსასაზღვრია, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ არიან ასე აჭრილები.
„მათ პარტია ეშლებათ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ დაღმართშია და მათი რეიტინგები რეგრესულია. წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია სხვა პოლიტიკურ ბედს ვერ გაიზიარებდა, გარდა პოლიტიკური რეგრესის და დაღმართის. როგორც ჩანს, ერთად ეს ბევრი ფაქტორი თავს იყრის და სადღაც ამოხეთქავს ხოლმე. ამიტომ არის დაპირისპირება. ისინი შიგნით იბრძვიან თავის დროზე ბიუჯეტიდან მოპარული და შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში დაბანდებული ფულისა და შიდა გავლენებისთვის. ასევე, პარლამენტის მანდატებისთვის. მათ წარმოდგენაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა რეალური ვერ იქნება, ისინი მანდატებისა და შიდა რესურსების გადანაწილებისთვის იბრძვიან“, – განაცხადა მდინარაძემ.