მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ჩანს, რაღაც განმარტებითი ლექსიკონი აქვს, სადაც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას გატაცება ეწოდება
„ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ჩანს, რაღაც განმარტებითი ლექსიკონი აქვს, სადაც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას გატაცება და შურისძიება ეწოდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნული კომენტარი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანაზე საუბრისას გააკეთა.
„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც განმარტებითი ლექსიკონი აქვს, სადაც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას გატაცება და შურისძიება ეწოდება. მგონი, „ნაცმოძრაობის“ გეგმა დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თავის მოწონებაზე. მთავარი დამფინანსებელი ეუბნებოდა, ახლა ეს გააკეთეთ, იშიმშილეთ, თორე ფულს არ მოგცემთო და გამოვარდნენ, შიმშილი დაიწყეს. ალბათ ახლა სააკაშვილს თავს აწონებენ, რომ დაფინანსება არ შეუწყვიტოს. მათ ამ მდგომარეობას ვიზიარებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.