მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში აქვს პრობლემები, ამ ყველაფრის გადაფარვას არასერიოზული განცხადებებით ცდილობენ
შეიძლება, მათ პუფები გაახსენდათ, გვიან მიხვდნენ ალბათ, პუფები ხომ არ ვართო, რამდენი ესენი ერთმანეთს დააბულინგებენ, გავიდნენ-შემოვიდნენ, ეს სიმულაციების კასკადი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში აქვს პრობლემები.
„იმდენად დაეშვა ფსკერზე „ნაცმოძრაობა“, რომ ფეიკების საფუძველზე სპეცოპერაციების არგამოსვლის გადაფარვისთვის, მანდატების დატოვებაზე საუბრობენ, ეს სერიოზული არ შეიძლება იყოს. მათ პარტიაში აქვთ პრობლემები იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ხელმძღვანელი, და ამ ყველაფრის გადაფარვას არასერიოზული განცხადებებით ცდილობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.