მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურისთვის დავალება აქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, საჩივრები დაწერონ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მეორე ტურისთვის გაცემული აქვთ ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვს საიტი, სადაც უკვე ატვირთულია დარღვევები, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები, და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის და შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ რომ. ერთერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა – მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”, – განაცხადა მდინარაძემ.