მამუკა მდინარაძე - „ნაცები“ და „ნაცენჯეოები“ აგონიურად არეპორტებენ ქარდებს, დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის, ვეღარავის მოატყუებენ, ყველას ეცოდინება სიმართლე
„ნაცებისა“ და „ნაცენჯეოებისთვის“ სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს. დადებიდან სულ რამდენიმე წუთში. არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან და სრული ისტერიაა.
„თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები არ ნახოს და გაიგოს ხალხმა. ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!“ – წერს მამუკა მდინარაძე.