მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს
მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებებისას კომპრომისები აუცილებელია.

„ვფიქრობ, რომ ამ დღეების განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დავსხდებით. ამის გარანტია არის მათ შორის ისეთი პერსონა, როგორიც შარლ მიშელია. ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან როცა მოლაპარაკებაზე მხარეები სხდებიან, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ. ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ და მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.